დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3354-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.018068 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“. 2. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, საზედამხედველო ზომები ან/და შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო სქემის მომსახურების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შესაბამისი შეზღუდვები. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან. ეს თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გაცვლას.“. 3. 483 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე;“. 4. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემებისა და საინვესტიციო ფონდების სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3354-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები