საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3350-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020998
3350-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
200000000.05.001.020998
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდის ან/და სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ემისია, მართვა (მათ შორის, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების ან დანაზოგთა სხვა კოლექტიური და ინდივიდუალური სქემების ფორმირება, მათში ფინანსური ინსტრუმენტების აკუმულირება, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო კომპანიის საქმიანობა), განკარგვა, განთავსება (მათ შორის, მესამე პირებთან, გარანტირებულ და არაგარანტირებულ საფუძვლებზე), ნომინალურ მფლობელობაში მიღება/გადაცემა, სესხება/გასესხება დროებით (რეპოს) საფუძველზე, ადმინისტრირება, მათ შორის, რეგისტრაცია (რეესტრის ფორმირება/წარმოება), გადაცემა, დაბლოკვა/განბლოკვა, დატვირთვა/ განტვირთვა, სხვა დეპოზიტარული (მათ შორის, სპეციალური დეპოზიტარის) და კასტოდიანური (შენახვა და აღრიცხვის წარმოება) ოპერაციები, მათი სამართლიანი ღირებულების დადგენა, აგრეთვე ფინანსური გირაოს გაცემა/მიღება/მართვა;“.

3. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“  და „ღ2“ ქვეპუნქტები:

„ღ1) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს − „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

2) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიასა და საპენსიო კომპანიას − იმავე კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;“.

4. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები;“;

ბ) „ბ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ4“ ქვეპუნქტი:

„ბ4) ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში:

4.ა)  მონაწილის მიერ ან/და მის სასარგებლოდ წლის განმავლობაში ჯამურად 6 000 ლარამდე განხორციელებული საპენსიო შენატანი;

4.ბ) მონაწილის მიერ საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული სარგებელი, გარდა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომამდე საპენსიო აქტივების გატანის შემთხვევისა;

4.გ) მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლისას ან მისი შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივები პროგრამული გატანით ან ანუიტეტის ფორმით მიღებისას. ამასთანავე, პენსიის ერთიანი გადახდის შემთხვევაში, გარდა ბენეფიციარის მიერ პენსიის გატანისა, დაბეგვრას ექვემდებარება ამ ნაწილის „ბ4.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის ფარგლებში განხორციელებული საპენსიო შენატანები ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით;“.

5. 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო სქემაში განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა;“.

6. 154-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“  ქვეპუნქტი:

„ჟ) აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია − „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სქემის მონაწილისთვის  მის პირად საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების გაცემისას.“.

7. 238-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი:

„14. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე.“.

8. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141-ე ნაწილი:

„141. იმ იურიდიული პირების მიერ, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრამდე ახორციელებდნენ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას, 2025 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ განაცემებზე ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული  ამ კოდექსით განსაზღვრული ნორმები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3350-XIმს-Xმპ