„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3346-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.020990
3346-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
240080000.05.001.020990
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე;“.

2. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საინვესტიციო პორტფელების მართვა ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ დისკრეციულად მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, აგრეთვე ნებაყოფლობითი კერძო ინდივიდუალური და ჯგუფური საპენსიო სქემების და დაგროვებითი საპენსიო სქემების მართვა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3346-XIმს-Xმპ