დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016592 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 03/01/2018; 010250020.35.163.016373).
1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები 1. წლის განმავლობაში განსახორციელებელი კულტურული ღონისძიებებისათვის შესაბამისი პროგრამების მომზადება და მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა; 2. ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის (თეატრი, მუსიკა, მხატვრობა და სხვა) განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი; 3. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებებისათვის შესაბამის ინფრასტუქტურის მოსაწყობად, წინადადებების შემუშავება; 4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღება; 5. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის და პრობლემების შესწავლა და ხელშეწყობა; 6. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა მხარდაჭერა; 7. სამსახურის მმართველობის სფეროებთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება; 8. სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების, გამოფენა-გაყიდვებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ორგანიზების ხელშეწყობა; 9. საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება; 10. კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; 11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა; 12. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და შესრულება; 13. საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; 14. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; 15. შემოქმედებით ჯგუფების პოპულარიზაცია; 16. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება.“ 2. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები 1. კულტურისა და განათლების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში განსახორციელებელი კულტურული ღონისძიებებისათვის შესაბამისი პროგრამების მომზადებას; ბ) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას კულტურის სფეროში; გ) კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას; დ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს; ე) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობას და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას. 2. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება: ა) უზრუნველყოფს სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავებას და ხელს უწყობს მის შესრულებას; ბ) კოორდინაციას/ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას; გ) ხელს უწყობს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; დ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები