|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ყ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ.ე) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანია;“; ბ) „ყ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ.ვ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია;“; გ) „ყ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ.ვ1“ ქვეპუნქტი: „ყ.ვ1) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მართავს საპენსიო სქემას;“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3345-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები