დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3353-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.021002 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 729-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები, გარდა საპენსიო სქემის ხელშეკრულებისა, რომელიც რეგულირდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 2. 1332-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირად საპენსიო ანგარიშზე გათვალისწინებული უფლებები სამკვიდროში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ბენეფიციარი არ მიუთითა ან ბენეფიციარი გარდაიცვალა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3353-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები