დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო ინისტრი მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის №380 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 467 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 30/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.020.000.11.118.006.640 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.020.000.11.118.006.640
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №467
2004 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №380 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №380 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №71, მუხ. 632) დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41
საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.“;
ბ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) ამზადებს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტს;
დ) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას.“;
გ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) დამოუკიდებლად განკარგავს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. ოქრუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები