„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017086
46
23/06/2023
ვებგვერდი, 23/06/2023
280120000.22.026.017086
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №46

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №7);“.  

2. №7 დანართის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები“;

) პირველი გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 გრაფა:

11

სამინისტროს ადმინისტრაციის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის კრიფტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილების (NDA) სპეციალისტი

1295

  “.

3. დანართი №18 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,დანართი 18

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის სამოქალაქო პირთა დანამატები

(ლარებში)

№       

დასახელება

დანამატი  თვეში

1

 

სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის კომპიუტერული ქსელების მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების განყოფილების ქსელების ადმინისტრირების მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის საველე სწავლებების სიმულაციური სისტემების განყოფილების MILES EXCON სისტემის ქსელის ადმინისტრირების მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის მოდელირებისა და სიმულაციის განყოფილების დაგეგმვის მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის მოდელირებისა და სიმულაციის განყოფილების სიმულაციური სისტემების ინჟინერი, JCATS-ის მონაცემთა ბაზის მართვის მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის მოდელირებისა და სიმულაციის განყოფილების სიმულაციური სისტემის VBS-3-ის მონაცემთა ბაზის მართვის მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის მოდელირებისა და სიმულაციის განყოფილების სიმულაციური სისტემების რუკების მთავარი სპეციალისტი

 

1295

2

სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების განყოფილების ინფორმაციული სისტემების ადმინისტრირების მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების განყოფილების ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სპეციალისტი; სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის საველე სწავლებების სიმულაციური სისტემების განყოფილების MILES ტექნიკური მომსახურებისა და უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი

657

3    

კავშირგაბმულობის სკოლის სპეციალისტთა მომზადების კურსის ინფორმაციული სისტემების (IT) უფროსი სპეციალისტი

500

  “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები გავრცელდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე