„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017087
47
23/06/2023
ვებგვერდი, 23/06/2023
120010000.22.026.017087
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №47

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ბ) სამხედრო პერსონალის პროფესიული განვითარებისა და ადმინისტრირების სამმართველო:

ბ.ა) სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების განყოფილება;

ბ.ბ) შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ.გ) სამხედრო პერსონალის შეფასებისა და კოდების განსაზღვრის განყოფილება.“.

2. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ ქვეპუნქტი:

„დ) სამხედრო პერსონალის კარიერული მართვის სამმართველო:

დ.ა) კარიერული მართვის პირველი განყოფილება;

დ.ბ) კარიერული მართვის მეორე განყოფილება.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო პერსონალის პროფესიული განვითარებისა და ადმინისტრირების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სასწავლო კურსებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების მოძიების, შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფა, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ სასწავლო მივლინებაში წარსაგზავნად სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება;

გ) საზღვარგარეთ სასწავლო მივლინებით წარგზავნილი პერსონალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;

დ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების სხდომების დაგეგმვა და მათი პროცედურული უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების განხორციელების ზედამხედველობა;

ვ) სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრა, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადება.“.

4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამხედრო პერსონალის კარიერული მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში კარიერული განვითარების საჭიროების მქონე სამხედრო მოსამსახურეთა (ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობა) პერსონალური სამხედრო კარიერის დაგეგმვა და მართვა;

ბ) ოფიცერთა და სერჟანტთა ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების შესწავლა;

გ) ოფიცრებისა და სერჟანტებისათვის დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით რჩევების მიცემა მათი საკარიერო განვითარების შესაძლებლობების შესახებ;

დ) ოფიცერთა და სერჟანტთა როტაციული წესით გადაადგილების, დაწინაურების, შემდგომი საკარიერო საფეხურების (სამეთაურო, საშტაბო, სპეციალისტთა) და პროფესიული და სამხედრო განათლების მიღების საჭიროების შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება;

ე) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობა;

ვ) სამხედრო პერსონალის დაკომპლექტების სამმართველოსთან კოორდინაციით ოფიცერთა და სერჟანტთა დაგეგმილი როტაციების, მაღალი თანამდებობის დაკავების და მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (დაწინაურების) ბრძანების პროექტების მომზადება;

ზ) სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესების განხორციელების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აგვისტოდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე