დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2021 წლის 19 ნოემბრის №14/ნ ბრძანებაში „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო |
| მიღების თარიღი | 23/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220050000.66.078.016026 |
|
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2021 წლის 19 ნოემბრის №14/ნ ბრძანებაში „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2021 წლის 19 ნოემბრის №14/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2021, ს/კ: 220050000.66.078.016014) დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამ ინსტრუქციის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო კომერციული ბანკების და მიკრობანკების (შემდგომში – ბანკების) მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ბანკების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესს, ასევე ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის (შემდგომში – შენატანი) ბაზის დაანგარიშების წესსა და შენატანის გადახდის პროცედურებს.“. 3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამავე ინსტრუქციით განსხვავებულად არ არის დადგენილი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები