„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მიღების თარიღი 23/06/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016024
24/ნ
23/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
220050000.66.078.016024
„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
 

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის

ბრძანება №24/ნ

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №2/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2017; ს/კ: 220050000.66.078.016002) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ინსტრუქციის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მათი მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის (შემდგომში – კლიენტი) სტანდარტიზებული და უნიფიცირებული წესით დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესსა და პირობებს“.

3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ აუცილებელი, უტყუარი, გასაგები, თავისდროული, სრულყოფილი  ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს და/ან შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს კლიენტი“.

4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით,„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ თვით ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვალდებულება კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტიზებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით

1. დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კომერციული ბანკების და მიკრობანკების კლიენტების ინფორმირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი  დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ამზადებს ბროშურების მოდელს, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის და კომერციულ ბანკში და მიკრობანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მეთოდის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბროშურების მოდელს სააგენტო აწვდის ყველა კომერციულ ბანკს და მიკრობანკს.

3. სააგენტო კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში განსათავსებელად აწვდის პლაკატების მოდელს, რომელზეც ასახული იქნება ინფორმაცია საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის შესახებ.

4. სააგენტო კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში  განსათავსებელად აწვდის ლოგო-სტიკერების მოდელს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს სააგენტოს ლოგო.

5. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კომერციული ბანკების და მიკრობანკების კლიენტების ინფორმირების მიზნით სააგენტო კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს აწვდის კლიენტებთან საკომუნიკაციო მასალას ხშირად დასმული კითხვებისა და პასუხების სახით.

6. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საინფორმაციო მასალებს სააგენტომ უნდა მიაწოდოს ყველა კომერციულ ბანკს და მიკრობანკს.

7. კომერციული ბანკის და მიკრობანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ტრეინინგების ჩატარებას“.

6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებისას კომერციული ბანკების და მიკრობანკების  ვალდებულება

1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით:

ა) უზრუნველყოს ბროშურების მუდმივად ხელმისაწვდომობა საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;

ბ) პლაკატები განათავსოს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;

გ) სააგენტოს ლოგო-სტიკერი განათავსოს ფილიალების/წარმომადგენლობების  შესასვლელ კარებზე;

დ) კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის შესაბამისად;

ე) დაუგზავნოს კლიენტებს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ შეტყობინება ელექტრონული საშუალებებით (შეტყობინება კლიენტის მიერ მითითებულ ელექტრონულi ფოსტის მისამართზე და შეტყობინება ინერნეტბანკის მეშვეობით) დანართი №1-ის შესაბამისად;

ვ) უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულებაში დანართი №1-ის შესაბამისად.

3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია ბროშურები, პლაკატები და სააგენტოს ლოგო-სტიკერები მიაწოდოს კლიენტთან ურთიერთობის მქონე ყველა ფილიალს/წარმომადგენლობას.

4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ათავსებს ბროშურებს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში  კლიენტებისათვის ადვილად შესამჩნევ ადგილებზე.

5.კომერციული ბანკი და მიკრობანკი ათავსებს პლაკატებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში  და სააგენტოს ლოგო-სტიკერებს ფილიალების/წარმომადგენლობების შესასვლელ კარებზე.

6. კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია ზეპირი ფორმით უნდა მიაწოდოს კლიენტებს. თუ კლიენტმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც  სცდება დანართი №1-ში, ასევე ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ფარგლებს, კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა კლიენტს უნდა მიაწოდოს სააგენტოს საკონტაქტო მონაცემები, რათა კლიენტმა შეძლოს თავის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოსგან მიღება.

7. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტული ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე სადეპოზიტო პროდუქტების განყოფილებაში წინამდებარე ინსტრუქციის დანართი №2-ის შესაბამისად.“.

7. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციულ ბანკს და მიკრობანკს შეუძლია საკუთარ რეკლამაში (ტელე, რადიო, ბეჭდურ, ვებგვერდზე და სხვა)  მიუთითოს მხოლოდ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში საკუთარი მონაწილეობის ფაქტის შესახებ.“.

8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ გამოვლინდა კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიერ ამ ინსტრუქციის დარღვევის ფაქტი, მაშინ სააგენტო განიხილავს კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციის შეფარდების საკითხს.“.

9. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექსტი:
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში  დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge.“.

10. დანართი 2-ის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:“

11. დანართი 3-ის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკი და მიკრობანკი უფლებამოსილია საკუთარი სარეკლამო მასალებისთვის გამოიყენოს შემდეგი ტექსტი:“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა