“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 1022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 18/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 09/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.11.106.006.619
  • Word
1022
17/08/2004
სსმ, 87, 18/08/2004
110.080.000.11.106.006.619
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებისდამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებყლ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.11.106.006.619

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1022

2004 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., N81, მუხ. 589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კრიმინალისტიკის სამსახური;

ბ) საექსპერტო-ბიოლოგიური სამსახური;

გ) საექსპერტო-ქიმიური სამსახური;

დ) საექსპერტო-ეკონომიკური სამსახური;

ე) საექსპერტო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სამსახური;

ვ)  ადმინისტრაციული სამსახური.

3. ცენტრის სტრუქტურაშია:

ა) აჭარის ფილიალი;

ბ) ქუთაისის ფილიალი.”.

 2. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ცენტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადება;

ბ) საკადრო და სოციალური უზრუნველყოფის საკითხების წარმოება;

გ) ცენტრის მუშაკთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

დ) საქმისწარმოების ორგანიზაცია, საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრის ბიუჯეტის შემუშავება, განაწილება და ოპერატიული მართვა;

თ) ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშების წარმოება და კონტროლი, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროში;

ი) ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა და შენახვა;

კ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

ლ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სხვა ინვენტარით უზრუნველყოფა.”

3. დებულების მე-4 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. ცენტრის სხვა თანამშრომლები

ცენტრის საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) ჯგუფის(განყოფილებების) უფროსები;

ბ) მთავარი სპეციალისტები;

გ) წამყვანი სპეციალისტები;

დ) უფროსი სპეციალისტები;

ე) სპეციალისტები;

ვ) დამხმარე მოსამსახურეები.“.

    მუხლი 2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრმა (ლევან სამხარაული) უზრუნველყოს საშტატო ნუსხის წარმოდგენა ამ ბრძანების პირველ მუხლში აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი