დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 7 აპრილის №241 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 524 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 17/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.11.117.006.613 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.613
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №524
2004 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 7 აპრილის №241 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 7 აპრილის №241 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №39, მუხ. 324) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საგადასახადო ინსპექციები (გარდა ქ. თბილისის, სამტრედიის, ზესტაფონის, საგარეჯოს და ბოლნისის ზონალური საგადასახადო ინსპექციებისა, რომლებიც ჩართულნი არიან გლობალურ კომპიუტერულ ქსელში GSM კავშირით) ყოველი თვის 20 რიცხვისათვის საგადასახადო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სქემით შესაბამის საოლქო საგადასახადო ინსპექციებში წარადგენენ ინფორმაციას საწარმოების მიერ გამოწერილი და მიღებული სსაფ-ის შესახებ (დანართი №4 ფორმის მიხედვით), დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დანართის ასლთან ერთად, ასევე სსაფ-ის I და IV პირებს.”
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები