დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს N040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 21/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.70.082.016114 |
|
,,საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016053) განსაზღვრულ საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3 1. სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების გავლის პროცესის ზედამხედველობისა და შეფასების მიზნით, პროკურატურაში იქმნება საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი). 3. კომისიის შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი, საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისა და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსები. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. 6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო). ოქმს ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.“. 2. მე-5 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი.“. 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6 1. სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად: წერილობითი (ტესტირების) და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. კონკურსის ეტაპების რაოდენობას და ფორმას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. კონკურსის პროგრამას და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“. 4. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, ხოლო ტესტირების პროცესის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს კომისია.“. 5. მე-14 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები გაივლიან ტრენინგს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრი (შემდგომში - პროფესიული განვითარების ცენტრი). ტრენინგის შედეგები გათვალისწინებული იქნება სტაჟიორად დანიშვნისას. 2. გენერალური პროკურორი, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სტაჟიორობის კანდიდატებს ნიშნავს სტაჟიორებად პროკურატურაში. წარმატებული კანდიდატების სტაჟიორებად დანიშვნა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, გონივრულ ვადაში. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (განსაკუთრებული სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციის ან/და კონკურსში საუკეთესო შედეგების მიღწევისას), კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად პროკურატურაში არსებულ პროკურორის/გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.“. 6. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (დაკისრებული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულების ან/და საუკეთესო შედეგების მიღწევისას), კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არაუადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.“. 7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 17 სტაჟიორი, მისი თანხმობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს პროკურატურის სხვა ორგანოში ან სტრუქტურულ დანაყოფში.“. 8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასების ფორმის მიწოდების შემდეგ, სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს კომისიას.“. 9. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სტაჟირების მიმდინარეობისას, პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სტაჟიორებს ჩაუტარდებათ ტრენინგები. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, სტაჟირების საერთო ვადის გასვლამდე გონივრულ ვადაში, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით, სტაჟიორებს ჩაუტარდებათ საბოლოო გამოცდა (ტესტირება).“. ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. კომისია სტაჟიორთა საბოლოო შეფასების შედეგების საფუძველზე იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება პროკურატურის თანამშრომელთათვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება პროკურატურის თანამშრომელთათვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, გენერალური პროკურორის მიერ ინიშნება პროკურორის/გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები