დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 21 თებერვლის №67 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 961 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 85, 12/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.110.000.11.106.006.611 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.611
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №961
2004 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 21 თებერვლის №67 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 21 თებერვლის №67 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 2002 წ., №17, მუხ. 156) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის ანგარიშს მის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე.”.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას მინისტრის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი.”.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ახორციელებს თავის საქმიანობას სამმართველოს ფუნქციების ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებსა და მითითებებს.”.
4. დებულებას დაემატოს 51 მუხლი:
,,მუხლი 51.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით.”.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები