დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2009 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 ივნისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.10.003.001.162 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №217
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,2009 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 ივნისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,2009 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 ივნისის №139 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
2009 წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობები
|
| დასახელება | კადრების რიცხოვნობა 2009 წლისათვის | ხარჯების ზღვრული მოცულობები 2009 წლისათვის (ათას ლარობით) | |
| 1 | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 162 | 13 400.0 | |
| 2 | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი | 22 | 620.0 | |
| 3 | საქართველოს მთავრობის კანცელარია | 250 | 12 000.0 | |
| 4 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 492 | 8 400.0 | |
| 5 | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო | 99 | 2 600.0 | |
| 6 | საქართველოს უზენაესი სასამართლო | 191 | 5 500.0 | |
| 7 | საერთო სასამართლოები | 2 403 | 33 700.0 | |
| 8 | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 51 | 1 200.0 | |
| 9 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში | 28 | 750.0 | |
| 10 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში | 21 | 540.0 | |
| 11 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში | 28 | 750.0 | |
| 12 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში | 28 | 750.0 | |
| 13 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში | 21 | 590.0 | |
| 14 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში | 21 | 570.0 | |
| 15 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში | 21 | 580.0 | |
| 16 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში | 28 | 680.0 | |
| 17 | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში | 21 | 570.0 | |
| 18 | რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 38 | 1 240.0 | |
| 19 | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 33 | 1 160.0 | |
| 20 | დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 23 | 750.0 | |
| 21 | რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 57 | 1 330.0 | |
| 22 | საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 4 408 | 122 000.0 | |
| 23 | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო | 1 149 | 247 000.0 | |
| 24 | საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 1 146 | 65 289.0 | |
| 25 | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო | 4 677 | 113 911.0 | |
| 26 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | 559 | 66 000.0 | |
| 27 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 800 | 950 000.0 | |
| 28 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | 26 227 | 500 000.0 | |
| 29 | საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური | 130 | 6 500.0 | |
| 30 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 549 | 508 238.6 | |
| 31 | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო | 169 | 70 000.0. | |
| 32 | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო | 172 | 30 000.0 | |
| 33 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 2 873 | 1 380 967.7 | |
| 34 | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო | 121 | 55 000.0 | |
| 35 | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 484 | 59 500.0 | |
| 36 | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო | 1 270 | 29 000.0 | |
| 37 | საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 3 550 | 42 000.0 | |
| 38 | საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი | 60 | 1 400.0 | |
| 39 | საზოგადოებრივი მაუწყებელი |
| 25 500.0 | |
| 40 | სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| 700 | |
| 41 | სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია | 416 | 10 000.0 | |
შენიშვნა:
1. ასიგნებების ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ არის უცხოეთიდან მიღებული დაფინასების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტებში თანამონაწილეობის სახსრები.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ არის ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობა მოიცავს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისათვის გათვალისწინებულ მაჩვენებლებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები