მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 192/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016752
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
192/04
01/08/2023
ვებგვერდი, 02/08/2023
220010000.18.011.016752
მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2023 - 20/12/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №192/04

2023 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი

 

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია მიკრობანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიკაციის სისტემის შემუშავება.

2. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიზანია შეიმუშაოს კლასიფიკაციის სისტემა ისეთი ეკონომიკური აქტივობების გამოსავლენად, რომლებიც გარემოსდაცვით, სოციალურ ან/და მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებას უწყობს ხელს.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მოქმედ მიკრობანკებზე, უცხოური ბანკების/მიკრობანკების ფილიალებსა და შვილობილ მიკრობანკებზე (შემდგომში – მიკრობანკი).

4. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწვანე ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრით;

ბ) სოციალური ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი სოციალური ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს;

გ) მწვანე სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში;

დ) სოციალური სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია სოციალურ ტაქსონომიაში;

ე) მდგრადი სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის პირობებს.


მუხლი 3. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია 

1. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შედგება მწვანე და სოციალური ტაქსონომიისგან. 

2. მწვანე ტაქსონომია განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ით, ხოლო სოციალური ტაქსონომია – ამ წესის დანართ №2-ით.


მუხლი 4. მიკრობანკების უფლებები და ვალდებულებები  
1. მიკრობანკები ვალდებულნი არიან:
ა) სესხს მიანიჭონ მწვანე სესხის კატეგორია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) მწვანე, სოციალური და მდგრადი კატეგორია მიანიჭონ სესხის სრული მოცულობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შესაბამისი კატეგორიის პირობებს აკმაყოფილებს;
გ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგება, თვის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ წესის დანართ №3-ით განსაზღვრული მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმის გამოყენებით;
დ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში მწვანე სესხების განსაზღვრისას იმოქმედონ ამ წესის შესაბამისად.
2. მიკრობანკები უფლებამოსილნი არიან პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში  განსაზღვრონ სოციალური და მდგრადი სესხები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. მიკრობანკები უფლებამოსილნი არიან სესხებს მიანიჭონ სოციალური და მდგრადი კატეგორია ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
4. მიკრობანკის მიერ დაუშვებელია ტერმინების – მწვანე, სოციალური, მდგრადი სესხის გამოყენება, თუ სესხი არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.