მიკრობანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიკრობანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 114/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016696
114/04
21/06/2023
ვებგვერდი, 21/06/2023
220010000.18.011.016696
მიკრობანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №114/04

2023 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

მიკრობანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 10 (ათი) მილიონ ლარს. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი