დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 226 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024064 |
|
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბენეფიციარი ვალდებულია, შესყიდული მანქანა-დანადგარების სააგენტოსთან გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით საწარმოში მონტაჟისათვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში: ა) არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე. სააგენტოს წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისების შემთხვევაში; ბ) არ დაუშვას პროგრამით დადგენილი პირუტყვისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება; გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; დ) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ფურების) შემთხვევაში, უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 140 ტონა ნედლი (45 ტონა მაღალმთიან დასახლებაში) რძის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო; ე) მიიღოს აღიარება სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები