,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 02/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017085
45
20/06/2023
ვებგვერდი, 21/06/2023
040030000.22.026.017085
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №45

2023 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის № 42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებით (ვებგვერდი, 29/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016388) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით. დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ან სკოლის თანამშრომელი.“.

2. მე-5 მუხლის:

პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტაბელს;“;

პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1 “ - ,,3 “ ქვეპუნქტები:

„ვ1) ახორციელებს სკოლის თანამშრომლების (სამოქალაქო/სამხედრო) ქვეყნის შიგნით მივლინებას და თანამშრომლების (სამოქალაქო) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს;

2) ახორციელებს სკოლის თანამშრომლების (სამოქალაქო/სამხედრო) შვებულებაში გაშვებას და მათი შვებულების შეწყვეტას (მათ შორის, ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო);

3) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის თანამშრომლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, სხვა თანამშრომელზე მისი უფლება-მოვალეობის დაკისრების/შეწყვეტის შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე