დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბერი №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017069 |
|
„კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (ვებ.გვერდი, 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.020764) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის №01-64/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 14/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016474) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. |
2.
ბრძანების: |
ა)
მე
-2 - მე
-4 პუნქტები
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით
:
„2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა ყველა პირისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ -სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა ), რომელიც ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა /დაზარალებულთა და მათზე დამოკიდებულ პირთა კრიზისული ცენტრით მომსახურებას , რაც , სულ მცირე , გულისხმობს მსხვერპლთა /დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ -სოციალურ დახმარებას /რეაბილიტაციას და ამ მიზნით შესაბამისი მხარდაჭერის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას . კრიზისული ცენტრი ასევე შესაძლებელია ითვალისწინებდეს მხარდაჭერის სხვა მომსახურებების , მათ შორის , დროებითი (სადღეღამისო ) საცხოვრისით მომსახურების მიწოდებასაც , თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით ). 3. კრიზისული ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე (ბენეფიციარი ) ამ ბრძანების მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა , შეიძლება ასევე იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) მსხვერპლი /დაზარალებული , სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი /დაზარალებული ან სხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი /დაზარალებული , თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით ). 4. კრიზისული ცენტრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით ), რომელიც შესაბამისობაშია ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ მინიმალურ სტანდარტებთან და აწესრიგებს კრიზისული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს , მათ შორის , განსაზღვრავს კრიზისული ცენტრის მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს , მომსახურების სახეებს , მომსახურებ (ებ )ის მიწოდების პირობებსა და ვადებს , აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს . კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით ) შესაძლებელია გაფართოვდეს ამ სტანდარტებით განსაზღვრული მომსახურების მინიმალური ფარგლები .“; |
ბ)
მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„41. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც მსხვერპლის მიერ კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.“.
|
3.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირების (მომსახურების) მინიმალური სტანდარტები“): |
ა)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს: ა.ა) საინფორმაციო ფურცელი (დანართი №1.1); ა.ბ) წესდება (შინაგანაწესი), რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს: ა.ბ.ა) მომსახურების სახეებს, მომსახურებ(ებ)ის მიწოდების პირობებსა და ვადებს; ა.ბ.ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს; ა.ბ.გ) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს; ა.ბ.დ) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს; ა.ბ.ე) მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის (არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელმისაწვდომად ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა.) ბენეფიციართა პირადი საქმე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულება, ასევე, ბენეფიციარისთვის მიწოდებული მომსახურებების შესახებ ინფორმაცია – მომსახურების ინდივიდუალური გეგმა/შემთხვევის მართვის გეგმა და გეგმის შეფასება, რისკებისა და საჭიროებების შეფასების დოკუმენტი); ბ.ბ) ბენეფიციართა რეგისტრაციის ჟურნალი; ბ.გ) ანონიმური უკუკავშირის სპეციალური ჟურნალი; ბ.დ) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების აღრიცხვის ჟურნალი.”; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურებისა და წესდებით (შინაგანაწესით) გათვალისწინებული მხარდაჭერის სხვა მომსახურებ(ებ)ისთვის განკუთვნილ ფართს შესაბამისი ინვენტარით (მაგ.: საოფისე მაგიდა და სკამები, კომპიუტერი, რბილი ავეჯი და სხვ.).“; |
ბ)
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: |
ბ.ა)
„გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
ბ.ბ)
„ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ბენეფიციარის კრიზისული ცენტრის დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისიდან (ასეთი მომსახურების არსებობის შემთხვევაში) გაუჩინარების შემთხვევაში, თუ 24 საათის განმავლობაში ვერ ხერხდება მასთან დაკავშირება და მისი უსაფრთხოების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვება, კრიზისული ცენტრის ადმინისტრაციამ 24 საათის გასვლის შემდეგ უნდა შეატყობინოს პოლიციას, ხოლო არასრულწლოვანი ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, არაუმეტეს 24 საათის გასვლამდე, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს და კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.“; |
გ)
მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარის მიერ კრიზისულ ცენტრში მიღებული მომსახურება მორგებულია მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის მოტივაციას, მონაწილეობა მიიღოს ჩაერთოს მომსახურების დაგეგმვის პროცესში და განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა მომსახურების მიღებაზე.“; |
დ)
მე-7 მუხლის:
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სამართლებრივი მომსახურება (სტანდარტი №7), ასეთი მომსახურების არსებობის შემთხვევაში“; დ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასამართლო/სამართალდამცავ ორგანოებში წარმომადგენლობას/ადვოკატირებას მომსახურების მიმწოდებლის წესდებით (შინაგანაწესით) განსაზღვრულ შემთხვევებში.“; |
ე)
მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვა (სტანდარტი №8) დროებითი საცხოვრისით მომსახურების შემთხვევაში”; |
ვ)
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ1) საკვები განათავსოს/შეინახოს შესაბამისი პირობების დაცვით;“; |
ზ)
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია წესდებაში (შინაგანაწესში) და ცნობილია როგორც ბენეფიციარებისთვის, ისე მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის;“. |
4.
ბრძანების №1.1 დანართი (საინფორმაციო ფურცელი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები