დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017701 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017590) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 42. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ბ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I და III თავების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილების „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულების „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 2 თებერვლის №32 ბრძანების „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (E-Treasury) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა. 2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება; ბ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის I და IV თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავის, წლიური საბიუჯეტო კანონის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულების „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული პროგრამის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (E-Treasury) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) ცოდნა. 3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის I და IV თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავის, წლიური საბიუჯეტო კანონის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულების „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული პროგრამის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (E-Treasury) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) ცოდნა. 4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ბ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის I და IV თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავის, წლიური საბიუჯეტო კანონის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულების „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული პროგრამის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (E-Treasury) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) ცოდნა. 5. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით; ბ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის I და IV თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავის, წლიური საბიუჯეტო კანონის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულების „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული პროგრამის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (E-Treasury) ცოდნა, ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები