„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016315
11
19/06/2023
ვებგვერდი, 20/06/2023
010250020.35.142.016315
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2023 წლის 19 ივნისი

ქ. ნინოწმინდა

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.142.016301) და დადგენილების დანართის:

ა)  91 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (გარდა მოსამზადებელი და სამაგისტრო პროგრამებისა)  და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით (შეფასების სისტემა - ფრიადი: 91-100) მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულის გარეშე.“;

ბ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება    განისაზღვროს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი