ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016736
193/1
01/06/2023
ვებგვერდი, 21/06/2023
480610000.03.030.016736
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,

ხელსაყრელად მიიჩნევენ რა სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და მოსაზრებების გაზიარებას ორმხრივ ურთიერთობათა საკითხებზე, ასევე საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე,

ითვალისწინებენ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს,

შეთანხმდნენ შემდეგზე: 


მუხლი 1

მხარეები სათანადო დონეზე გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს საერთო ინტერესის საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ საკითხებზე.

კონსულტაციების დონე, დღის წესრიგი, ადგილი და დრო განისაზღვრება წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 2

სპეციფიკური საკითხების განსახილველად, მხარეებს შეუძლიათ შექმნან სპეციალური სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა ჯგუფები.

მუხლი 3

მეორე მხარის ქვეყანაში აკრედიტებული თითოეული მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მისი მუდმივი წარმომადგენლობები გააძლიერებენ ურთიერთობებს თავიანთი მოსაზრებების გაზიარების  მიზნით.

მუხლი 4

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტების ან განხორციელების პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი დავა მხარეთა შორის გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების  გზით.

მუხლი 5

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებები შეიძლება შევიდეს  მხარეთა ურთიერთთანხმობით. ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლის გზით. ამგვარად შეტანილი ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 6

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში რჩება ხუთი წლის ვადით. თითოეული ვადის ამოწურვის შემდეგ მემორანდუმი ავტომატურად განახლდება შემდგომი ხუთწლიანი ვადებით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობოს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 1 ივნისს, ორ ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით