„სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/06/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2023
სარეგისტრაციო კოდი
283
15/06/2023
ვებგვერდი, 19/06/2023
„სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

 განკარგულება №283

2023 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„სს „პეისერა საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. ,,სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“;

ბ) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაიცეს სს „პეისერა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

2. 2023 წლის 15 ივნისიდან 7 (შვიდი) თვის მანძილზე სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ რეალურ გარემოში განახორციელოს მხოლოდ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ე1“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ი1“, „ი2“, „ი3“, „ი4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.

3. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული სხვა საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.“.

2. ,,სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი. 

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტი       პაპუნა ლეჟავა