„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016660
38
16/06/2023
ვებგვერდი, 19/06/2023
010250050.35.137.016660
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2023 წლის 16 ივნისი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022  010250050.35.137.016593), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გუნდურ სახეობებში, საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 150 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე  საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 100 ლარის ოდენობით.“;

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გუნდურ სახეობებში რეგიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 100 ლარის ოდნობით;

ბ) მეორე  საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 80 ლარის ოდენობით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობა

1. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე- ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე- ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ, კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი გუნდურად, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის  წევრს 100 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე  საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 50 ლარის ოდენობით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელოვნებო-ინტელექტუალურ შემსრულებელის/გუნდის წარმატებული მოსწავლეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების  შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში, ფესტივალებზე და კონკურსებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მოსწავლის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების  შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის  პირადი ანგარიშის – საბანკო რეკვიზიტები, არასრულწლოვნის შემთხვევაში მოსწავლის/ გუნდის კაპიტანის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი