დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016659 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015, 010250050.35.137.016216), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე 5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე 5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე ფოტომასალის შედგენა; ი) ყველა იმ საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობათა განხორციელება, რაც მიეკუთვნება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები