შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/06/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2023
სარეგისტრაციო კოდი
272
12/06/2023
ვებგვერდი, 16/06/2023
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

 განკარგულება №272

2023 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტს“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 404932891) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შეწყდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტის“  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404932891) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს;

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6.   ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                               პაპუნა ლეჟავა