დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.017367 |
|
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) არ იქნა წარდგენილი უფლებამოსილი პირის თანხმობა 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“. 2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) უფლებამოსილი პირის თანხმობა 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“. 3. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) უფლებამოსილი პირის თანხმობა 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“. 4. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111 1. პირის მიერ სააგენტოსთვის ამ მუხლით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირის თანხმობის წარდგენა სავალდებულოა, თუ: ა) პირს სურს ერთდროულად ორი ან მეტი იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის შეძენა; ბ) პირს, რომელსაც სურს იარაღის რეგისტრაცია, კალენდარული წლის განმავლობაში უკვე შეძენილი/რეგისტრირებული აქვს ხუთი ან ხუთზე მეტი იარაღი. 2. პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი (შემდგომ − რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი) გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს ორი თვისა. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) ერთდროულად ორი ან მეტი იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ხუთზე მეტი იარაღის შეძენის მიზანს/მოტივს; ბ) განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილზე იარაღების შენახვისათვის არსებულ პირობებს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან; გ) განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (იარაღის შენახვის, ტარების ან გამოყენების წესის დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენის და სხვ.) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩადენის ფაქტს; დ) განმცხადებლის მიმართ დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემის ფაქტს; ე) სხვა ხელშემშლელ გარემოებებს. 4. რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილია: ა) გაესაუბროს განმცხადებელს მის საცხოვრებელ ადგილზე ან გასაუბრების მიზნით დაიბაროს იგი პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში; ბ) შეამოწმოს უშუალოდ პირის საცხოვრებელ ადგილზე როგორც შეძენილი/რეგისტრირებული, ისე შესაძენი იარაღის შენახვისთვის საჭირო პირობები და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა; გ) შეამოწმოს პირზე უკვე რეგისტრირებული ყველა იარაღის არსებობა. 5. იარაღის შენახვის ადგილზე შესამოწმებლად მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. 6. ამ მუხლით დადგენილი წესით თანხმობის გაცემის შემთხვევაში, რაიონული/საქალაქო დანაყოფი უფლებამოსილია წელიწადში არაუმეტეს ოთხჯერ (გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს ინფორმაცია პირის მიერ იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შესახებ) შეამოწმოს განცხადებლის მიერ შეძენილი/რეგისტრირებული იარაღების შენახვის პირობები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები