დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-ორგ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 29/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 30/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.09.010.006.596 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.006.596
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №12-ორგ
2004 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (საქართველოს საკანონ-მდებლო მაცნე III, №50, 24.05.02 წ. მუხ. 471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, პროექტის შემომტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მთავარი იურისტის, იურიდიული სამსახურის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომ ტექსტში – პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო) და კრებსით-ანალიტიკური სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს (შემდგომ ტექსტში – საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო) მიერ.”;
ბ) რეგლამენტის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კონტროლის პალატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც შედის კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატი და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში.
2. კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციულ-ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;
გ) გენერალური ინსპექცია;
დ) დაცვის სამსახური;
ე) თავმჯდომარის აპარატი;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) კრებსით-ანალიზური სამსახური;
თ) რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
კ) სამართალდაცვის, თავდაცვისა და სასამართლო სექტორის დეპარტამენტი;
ლ) საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტი;
მ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;
ნ) სოციალური სექტორის დეპარტამენტი.”;
გ) რეგლამენტის მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საკონტროლო-სარევიზიო დეპარტამენტები (ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში მოცემული დეპარტამენტები)”;
დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ადმინისტრაციულ-ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური
ახორციელებს კონტროლის პალატის მატერიალურ-ტექნიკური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას, პალატის ბიუჯეტის, ნაერთი ბალანსის და სტატისტიკური ანგარიშების შედგენას, პალატისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვას, საქმისწარმოების ორგანიზებას, საარქივო საქმიანობის წარმართვას, მოქალაქეთა მიღების კოორდინაციას, საკადრო რესურსების მართვას, კონკურსების, ატესტაციების, საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა დავალებების შესრულებას.”;
ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გენერალური ინსპექცია
ახორციელებს კონტროლის პალატაში საფინანსო და ადმინისტრაციულ დარღვევათა პრევენციას და სავალდებულო აუდიტს, საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ზედამხედველობს კონტროლის პალატის მოხელეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების, მათ შორის, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა აკრძალვის და სხვა ნორმების დაცვას; კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით ატარებს ცალკეულ ადმინისტრაციულ, საფინანსო და სხვა სახის რევიზიებსა და შემოწმებებს.”;
ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. დაცვის სამსახური
ახორციელებს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული შენობის და მატერიალური ფასეულობების დაცვას.”;
ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. თავმჯდომარის აპარატი
ახორციელებს თავმჯომარის საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას; მონაწილეობს პალატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციაში; უწევს ორგანიზებას თავმჯდომარის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლს, პალატის კოლეგიალური და სათათბირო ორგანოების სხდომების ჩატარებას, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ოფიციალურ შეტყობინებებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს; ორგანიზებას უწევს კონტროლის პალატის სახელით მოწყობილ პრესკონფერენციებს, თავმჯდომარის დავალებით მუშაობს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.”;
თ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. იურიდიული სამსახური
ახორციელებს პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას; მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული კონტროლის პალატის მოხსენების, კონტროლის პალატის ანგარიშის, თავმჯდომარის ბრძანებების, პრეზიდიუმის დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ინფორმაციების და მასალების, „კონტროლის პალატის შესახებ” კანონით გათვალისწინებული მიწერილობისა და წარდგინების, თავმჯდომარის დავალებით საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის, სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნი მასალების სამართლებრივ უზრუნველყოფას; სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილი მასალების რეალიზაციის პროცესის კონტროლს და თითოეულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად ანგარიშის წარმოდგენას; სასამართლო ორგანოებში კონტროლის პალატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადებას, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.”;
ი) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. კრებსით-ანალიზური სამსახური
ახორციელებს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს, საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს, საინფორმაციო მომსახურებას, კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტებისა და მათში შესატანი ცვლილებების, აგრეთვე, არაგეგმური რევიზია-შემოწმებების ჩატარების თაობაზე პროექტების შედგენას და პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად მათ წარდგენას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებების მომზადებას, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად კონტროლის პალატის წლიური ანგარიშის მომზადებას, საქართველოს კონტროლის პალატასა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებს შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.”;
კ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას; ახორციელებს ამ მიმართულებით კონტროლის პალატის შესაბამისი აქტების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე კონტროლს; თავმჯდომარის დავალებით ატარებს რევიზიებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.”;
ლ) მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლები ჩაითვალოს ძალადაკარგულად;
მ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური, ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში მოცემული დეპარტამენტების მომდევნო წლის და პირველი კვარტალის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმების პროექტებს 1 ნოემბრამდე უგზავნის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია 15 ნოემბრამდე წარუდგინოს თავისი გეგმის პროექტი კრებსით-ანალიზურ სამსახურს.
მუხლი 2
ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის სტრუქტურულ ერთეულებს.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. სოსელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები