დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016807 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/12/2019წ., 010250050.35.160.016595) პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი: 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება: ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 19 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 19 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. დარჩენილი 7 სეანსის შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია. ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა). როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.“; ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 399 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.“; გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 19 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ თვეში 19 სეანსი არ ჩატარდება, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები