გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016045
115
09/06/2023
ვებგვერდი, 14/06/2023
000000000.00.148.016045
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს

განკარგულება № 115

2023  წლის 9 ივნისი

ქ. გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

2023 წლის 22 მაისს  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს №01/1002 წერილი, რომლითაც წარმოდგენილია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე ოქმის ამონაწერი  თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმ. გიორგის სახელობის „გორიჯვრის“ ეკლესიის ასასვლელისთვის ვაჟა აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.  

ზემოთ აღნიშნული წერილში მოხსენიებულ წმ. გიორგის სახელობის „გორიჯვრის“ ეკლესიის ასასვლელის, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის კოორდინატებია: სავარაუდო სიგრძე 1816 მეტრი; საწყისი კოორდინატები : X  423676,735  Y – 4648129,373; საბოლოო კოორდინატები: X  424173,624  Y – 4647332,975;ჩრდილოეთი გორიჯვრის ქუჩა; აღმოსავლეთი – სოფელი პატარა გორიჯვარი; სამხრეთი  – ტყის ზონა; დასავლეთი  – დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები.    

სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 10 მაისის №36 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმ. გიორგის სახელობის „გორიჯვრის“ ეკლესიის ასასვლელს, რომლის კოორდინატებია: სავარაუდო სიგრძე 1816 მეტრი; საწყისი კოორდინატები: X -  423676,735 Y – 4648129,373; საბოლოო კოორდინატები: X  – 424173,624  Y – 4647332,975;ჩრდილოეთი  გორიჯვრის ქუჩა; აღმოსავლეთი  სოფელი პატარა გორიჯვარი; სამხრეთი  ტყის ზონა; დასავლეთი  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, მიენიჭოს „ვაჟა აბრამიშვილის“  სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                               დავით რაზმაძე