გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის N245 განკარგულებაში „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვარის, პატარა გორიჯვარის, რიეთის, კოშკების, დიდი გარეჯვარის და პატარა გარეჯვარის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016044
105
09/06/2023
ვებგვერდი, 14/06/2023
000000000.00.148.016044
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის N245 განკარგულებაში „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვარის, პატარა გორიჯვარის, რიეთის, კოშკების, დიდი გარეჯვარის და პატარა გარეჯვარის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №105

 2023  წლის 9  ივნისი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის  №245  განკარგულებაში „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების:  სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვარის, პატარა გორიჯვარის, რიეთის, კოშკების,  დიდი გარეჯვარის და პატარა გარეჯვარის  დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 16 მაისს  მუნიციპალიტეტის მერიიდან  შემოსულია წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 02 მარტის №36533 წერილით მოთხოვნილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №245 განკარგულებით დამტკიცებულ დანართით დიდ გარეჯვარსა და პატარა გარეჯვარში არსებული ქუჩების სახელდებისას დადგენილი ხარვეზის კორექტირება.

იქედან გამომდინარე რომ, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების და  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად   

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის  №245  განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების:  სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვარის, პატარა გორიჯვარის, რიეთის, კოშკების,  დიდი გარეჯვარის და პატარა გარეჯვარის  დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების  შესახებ“ დამტკიცებული №2 დანართი შეიცვალოს  შესაბამისად ახალი №2 დანართით (დანართი თან ერთვის  5  ფურცლად).

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 საკრებულოს თავმჯდომარე     დავით რაზმაძე