„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017700
209
13/06/2023
ვებგვერდი, 15/06/2023
200090000.22.033.017700
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №209

2023 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და VII​4 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII​5  კარი:

 

კარი VII5

მუხლი 1119. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 135-ე–139-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 135-ე–139-ე ნაწილებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით:

ა) უეფას მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:

ა.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად;

ა.ბ) ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ა.გ) მონაცემები მისამართისა და ხელმძღვანელის შესახებ;

ა.დ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით;

ბ) დანიშნული პირის მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, უეფას ან/და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება დანიშნული პირების შესახებ ინფორმაცია. ამასთან:

ბ.ა) თუ დანიშნული პირი არის ფიზიკური პირი, წარმოდგენილ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს:

ბ.ა.ა) განცხადება, №I-01 დანართის შესაბამისად;

ბ.ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ) თუ დანიშნული პირი არის იურიდიული პირი, ინფორმაციას თან უნდა დაერთოს:

ბ.ბ.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად;

ბ.ბ.ბ) ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ.ბ.გ) მონაცემები მისამართისა და ხელმძღვანელის შესახებ;

ბ.ბ.დ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ - ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული პირი უკვე რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად.

3. შემოსავლების სამსახური უეფასთვის ან/და დანიშნული პირისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას და უეფას ღონისძიებების ფარგლებში შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შესაბამისი მონაცემების შეტანას უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებიდან 10 დღეში. საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი პირის შესახებ შესაბამისი მონაცემები რეესტრში შეიტანება მომართვიდან 10 დღეში. უეფას ღონისძიებების ფარგლებში შეღავათით სარგებლობის მიზნით საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეყვანას რეესტრში. რეესტრი განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 135-ე-138-ე ნაწილებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა ხორციელდება საერთო წესით.

5. დანიშნულ პირთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უეფა ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამდე აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

6. უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ან/და დანიშნული პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის (დღგ-ისგან გათავისუფლების) მიზნით სავალდებულოა საფ-ის გამოწერა, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების მიუხედავად, უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ან/და დანიშნული პირის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლისათვის გადახდილ იქნა დღგ (18%), მათ უფლება აქვთ დაიბრუნონ დღგ-ის თანხა.

8. შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება უეფას ღონისძიებების ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ების პირველი ეგზემპლარები.

9. უეფას ღონისძიებების ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ №VII5-01 დანართის შესაბამისად.

10. საგადასახადო ორგანო განიხილავს შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განმცხადებელს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

11. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილი იქნეს განმეორებით.

13. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

 

 

დანართი №VII5-01

 

-----------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

----------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება)

––––––––––––––––––––––––––––––

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 139-ე ნაწილის საფუძველზე, გთხოვთ, დამიბრუნოთ 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

 

––––––––––––––––––––––––––––––

(ბანკის დასახელება და რეკვიზიტები)

–––––––––––––––––––––––––––––

(ანგარიშის ნომერი)

 

დანართი:

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების                 –––––––       რაოდენობა

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები                   –––––––       გვერდზე

 

განმცხადებლის ხელმოწერა ----------------------------------------

(თარიღი)“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 30 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი