ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ

ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13017
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 12/06/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 15/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016700
13017
12/06/2023
ვებგვერდი, 14/06/2023
000000000.00.00.016700
ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №13017

2023 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ  საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 271 მუხლის პირველი პუნქტის და 112-ე მუხლის 64-ე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი“ №1 დანართის შესაბამისად.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 15 ივნისიდან.

 

სამსახურის უფროსი  ლევან კაკავა