„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024056
223
12/06/2023
ვებგვერდი, 14/06/2023
300160070.10.003.024056
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2023 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 300160070.10.003.020788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სტანდარტი – ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტი; ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის (BSI) მიერ რეგისტრირებული PAS 9017:2020 სტანდარტი; ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტი.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტების შესაბამისი მასალის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია    ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის ტესტირებისა და მასალებისთვის ამერიკული გაერთიანების ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი