დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში (სსმ №100, 2002წ. მუხ. 876) ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 267 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 19/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.11.108.006.592 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.006.592
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №267
2004 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
,,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში (სსმ III, №100, 2002 წ., მუხ. 876) ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №100, მუხლი 876) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. ბრძანების 21-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება „ამ კატეგორიის დევნილი ყოველგვარ სახელმწიფო დახმარებას მიიღებს დამატებითი რეგისტრაციის გავლისა და ახალი ნიმუშის მოწმობის აღების შემდეგ” და ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება „ამ კატეგორიის დევნილი (მათ შორის დევნილი, რომელიც დროებით გასულია საქართველოს საზღვრებს გარეთ ან იმყოფება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია) ფულად შემწეობას მიიღებს დადგენილი წესით, დევნილთა ყოველწლიური რეგისტრაციის კამპანიის დასრულების დღიდან”.
შესაბამისად, ბრძანების 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დევნილთათვის, რომლებიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წინასწარ გამოცხადებულ ვადებში არ გამოცვლიან დევნილის მოწმობას, მოწმობის გამოცვლა იწარმოებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებში სამინისტროს დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, ხოლო, სადაც ისინი არ არსებობენ – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ყოველი თვის დასაწყისში, პირველიდან ხუთ რიცხვამდე. ამ კატეგორიის დევნილი (მათ შორის დევნილი, რომელიც დროებით გასულია საქართველოს საზღვრებს გარეთ ან იმყოფება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია) ფულად შემწეობას მიიღებს დადგენილი წესით, დევნილთა ყოველწლიური რეგისტრაციის კამპანიის დასრულების დღიდან.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები