ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/4/1351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 09/06/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016827
2/4/1351
09/06/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
000000000.00.000.016827
ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/4/1351

  2023 წლის 9 ივნისი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

 მანანა კობახიძესხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილიწევრი ;

ხვიჩა კიკილაშვილიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი .

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე .

საქმის დასახელება : ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151- მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

საქმის განხილვის მონაწილეები : მოსარჩელეციალა პერტია ; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელიდავით დიდმანიძე ; მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელიქრისტინე კუპრავა .

 I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1351) მომართა საქართველოს მოქალაქე ციალა პერტიამ . №1351 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 18 სექტემბერს . კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2019 წლის 28 მაისს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/9/1351 საოქმო ჩანაწერით , №1351 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად . №1351 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა , ზეპირი მოსმენით , გაიმართა 2019 წლის 26 ივლისს და ამავე წლის 20 სექტემბერს .

2. №1351 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42- მუხლის პირველი პუნქტი , 89- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -15 და მე -16 მუხლები .

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151- მუხლის თანახმად , მეუღლეთა უფლება -მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება .

4. კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას .

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების შემდგომ , რომელთანაც იგი 1985 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში , მეუღლის სამკვიდრო ქონება (ბინა ქალაქ ბათუმში ) გადავიდა მის კანონით მემკვიდრეებზეგარდაცვლილის დასა და ძმაზე . აღნიშნულმა კანონით მემკვიდრეებმა მიღებული ქონება კი , თავის მხრივ , გაასხვისეს ახლო ნათესავზე , მამკვიდრებლის მეორე დისშვილზე . ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის , გარდაცვლილის მემკვიდრედ და ქონების მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და მოსარჩელეს გადაწყვეტილებით დაევალა სამკვიდრო ქონების გამოთავისუფლება .

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით , ოჯახური თანაცხოვრების საკითხი მჭიდრო კავშირშია მემკვიდრეობის უფლების საკითხებთან . ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფერო , დღეის მდგომარეობით , ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარების კვალდაკვალ , განიმარტება განსხვავებულად და მოიცავს არა მხოლოდ ურთიერთობებს , რომლებიც ემყარება რეგისტრირებულ ქორწინებას , არამედ , ასევე , პირთა ფაქტობრივად თანაცხოვრებას , რომელიც შესაძლებელია , დადასტურებულ იქნეს . შესაბამისად , მეუღლეთა უფლება -მოვალეობების წარმოშობისა და , მათ შორის , კანონით მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ თანაცხოვრების სამართლებრივ რეგისტრაციას , არამედ , ასევე , მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურად არსებობის ფაქტს . შესაბამისად , სადავო ნორმა სამკვიდროს მიღების უფლებას უზღუდავს პირებს , რომლებიც იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში .

7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , სადავო ნორმა ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს . კერძოდ , რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები მეუღლეთა უფლება -მოვალეობებით სარგებლობის მიზნებისათვის წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს , ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს აკავშირებთ ფაქტობრივი ოჯახური თანაცხოვრება საკუთარ პარტნიორებთან . აღნიშნულის საპირისპიროდ კი , სადავო ნორმა მათ აყენებს გაუმართლებლად დიფერენცირებულ მდგომარეობაში ქორწინების რეგისტრაციის ნიშნით და არ არსებობს გონივრული გამართლება , რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას დაასაბუთებდა .

8. მოსარჩელის განმარტებით , ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარმა სოციალურმა და სამართლებრივმა ცვლილებებმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია ოჯახური წყვილის ცნების გადაფასება . მსოფლიოში იზრდება წყვილთა რიცხვი , რომლებიც იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში , ხოლო სახელმწიფომ მნიშვნელოვანია , განახორციელოს არარეგისტრირებულ ქორწინებაში არსებულ პირთა კავშირის დადგენა . ასევე , სახელმწიფო ვალდებულია , საკუთარი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა სამართლის ევროკონვენციით დადგენილ და საერთაშორისო სტანდარტებთან . მოსარჩელე აღნიშნავს , რომ ევროპულ სახელმწიფოებში , გარდა ქორწინების რეგისტრაციისა , სახელმწიფოები აღიარებენ თანაცხოვრების ინსტიტუტს , რომელიც საქართველოში დღემდე არ არსებობს .

9. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე .

10. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა , რომ ქართული კანონმდებლობა არ იძლევა განმარტებას ოჯახის შესახებ . ასევე , არ არსებობს საკანონმდებლო განმარტება ფაქტობრივ ქორწინებასთან ან ფაქტობრივ ოჯახურ თანაცხოვრებასთან დაკავშირებით . ქორწინება არის მხოლოდ შესაბამის ორგანოში განხორციელებული იურიდიული ფაქტი , რომელიც წარმოშობს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებს და სამართლებრივ შედეგებს . პარტნიორთა კავშირი , თუ იგი რეგისტრირებული არ არის შესაბამის ორგანოში , იურიდიული თვალსაზრისით , ქორწინებად არ ითვლება და წარმოადგენს მხოლოდ პარტნიორთა თანაცხოვრებას , რომელსაც სამართლებრივი შედეგები არ ახლავს .

11. მოპასუხე მხარის პოზიციით , ქორწინების რეგისტრაცია ემსახურება სამართლებრივი უსაფრთხოების , განსაზღვრულობის , სამოქალაქო ურთიერთობებში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარებას . ასევე , ქორწინება არის მარტივი ფორმალური პროცედურა , კანონი კი შესაძლებლობას იძლევა , რეგისტრირებულ ქორწინებაში წარმოეშვათ მეუღლეებს უფლება -მოვალეობები . მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა , რომელიც სამკვიდრო ქონების მიღებას უკავშირდება , შესაძლოა , მოხდეს ანდერძის საფუძველზე , რისი განხორციელებაც ასევე არ წარმოადგენს სირთულეს .

12. მოპასუხე მიუთითებს , რომ სადავო ნორმა არის ნეიტრალური შინაარსის და არ გამოყოფს რომელიმე პირთა ჯგუფს . ასევე , სადავო ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში არ აყენებს არც ერთ პირთა ჯგუფს . შესაბამისად , პირებმა , რომელთაც სურთ , რომ მათი ქორწინება წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს , უნდა მოახდინონ ქორწინების რეგისტრაცია , ხოლო იმ შემთხვევაში , თუ პირებს სურთ მათი თანაცხოვრება არ წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს , არ უნდა მოახდინონ ქორწინების რეგისტრაცია .

13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მოპასუხე მხარე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე .

II
სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმის შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება

1. განსახილველი საქმის ფარგლებში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151- მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტს . სადავო ნორმის თანახმად , „მეუღლეთა უფლება -მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება “. მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ მის მიერ გასაჩივრებული ნორმა დისკრიმინაციულია იმ წყვილებთან მიმართებით , რომლებიც არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში , თუმცა , ფაქტობრივად , წლების განმავლობაში ერთობლივად ეწევიან ოჯახურ მეურნეობას . მიუხედავად აღნიშნულისა , მათ არ გააჩნიათ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეებისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები .

2. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დააზუსტა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა , რომ ის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს მხოლოდ მემკვიდრეობითი სამართლიდან მომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებთან მიმართებით . იგი მიუთითებს , რომ დისკრიმინაციულია მიდგომა , რომლის ფარგლებშიც მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები სარგებლობენ ერთმანეთის მიმართ მემკვიდრედ ყოფნის უფლებით , თუმცა ასეთივე უფლება არ წარმოეშობათ არარეგისტრირებულ ქორწინებაში , ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ წყვილებს .

3. აღნიშნულიდან გამომდინარე , დავის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი და შეაფასოს , რამდენად იწვევს ამ უფლების შეზღუდვას ქორწინებასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებების მხოლოდ რეგისტრაციის შედეგად წარმოშობა . სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვის ფაქტის დადგენის შემთხვევაში კი , იმსჯელოს მის კონსტიტუციურობაზე .

2. სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება ყველა ადამიანს აღიარებს სამართლის წინაშე თანასწორად და კრძალავს დისკრიმინაციასრასის , კანის ფერის , სქესის , წარმოშობის , ეთნიკური კუთვნილების , ენის , რელიგიის , პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების , სოციალური კუთვნილების , ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის , საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით “. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა -პრინციპს , რომელიც , ზოგადად , გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას . კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის . ამდენად , ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს , ისე მიზანს “ (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზემოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებიახალი მემარჯვენეებიდასაქართველოს კონსერვატიული პარტიასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1).

5. ამავე დროს , უმნიშვნელოვანესია ხსენებული უფლების არსის , მიზანმიმართულებისა და ფარგლების სწორად იდენტიფიცირება . მისმიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა , არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-8). თანასწორობის უფლების ეს ასპექტი საკუთარ თავში მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას , უზრუნველყოს ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა . ამ უკანასკნელის ფუნქცია კი შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში , თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება .

6. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტიდანმომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება , რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს , ხოლო უთანასწოროებს პირიქით “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ “, II-2). კანონის წინაშე თანასწორობა არსებითად უნდა განვასხვაოთ პირთა შედეგებში გათანაბრებისგან . სახელმწიფოს უწინარესი ვალდებულებაა , არ განასხვაოს ადამიანები ერთმანეთისგან და ფორმალურად არ დაუდგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი , არ დააკისროს მათ განსხვავებული , არათანაბარი სამართლებრივი ტვირთი . შესაბამისად , თანასწორობის უფლების ამ ასპექტის შელახვას ადგილი ექნება მაშინ , როდესაც სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა .

7. ამავე დროს , როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა , არსებითად თანასწორ პირებს შორის უთანასწორო მოპყრობის აკრძალვის ნაწილში , კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება უნივერსალური თანასწორობის პრინციპის ხასიათს ატარებს . იკრძალება ნებისმიერი ფორმით განხორციელებული დაუსაბუთებელი დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს შორის (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზემოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებიახალი მემარჯვენეებიდასაქართველოს კონსერვატიული პარტიასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზენანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ “, II-44).

8. სასამართლოს მიერ დადგენილი ზოგადი სტანდარტებიდან გამომდინარე , საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტზემსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად , არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში . დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ , თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით , შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებილევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-19). ამავე დროს პირდაპირი დიფერენცირების შემთხვევაში , ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით , პირები , როგორც წესი , არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ . ასეთ დროს სასამართლო ახდენს შესადარებელი პირების არსებითად თანასწორად პრეზუმირებას , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც გამოკვეთილია რაიმე გარემოება , რომელიც მიუთითებს მათი განსხვავებულად განხილვის საჭიროებაზე . „ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზეშპსსადაზღვევო კომპანია უნისონისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-6). სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს , რომარ იკვეთება შესადარებელ ჯგუფებს შორის რაიმე ისეთი განმასხვავებელი მახასიათებლის არსებობა , რომელიც შესაძლოა , მიუთითებდეს მათ არსებითად უთანასწორობაზე . აღნიშნულიდან გამომდინარე , საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ მოცემულ შემთხვევაში , დიფერენცირება ხორციელდება არსებითად თანასწორ პირებს შორის (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზესსტელენეტისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-45; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებიგუჩა კვარაცხელია , გივი ცინცაძე , გიორგი თავაძე , ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე ) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-16; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზელევან ალაფიშვილი დაკს ალაფიშვილი და ყავლაშვილისაქართველოს ადვოკატთა ჯგუფისაქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-45). მსგავსი მიდგომა თანასწორობის იდეის სუბსტანციური გამოვლინებაა და ემყარება თითოეული ადამიანის სამართლის წინაშე თანაბრად ღირებულ , თანასწორ სუბიექტად აღქმას .

9. ამდენად , პირთა პირდაპირ დიფერენცირებას , სამართლის საფუძველზე მათ მიმართ ფორმალურად განსხვავებულ მოპყრობას , განსხვავებული უფლება /მოვალეობების დაწესებას , საკონსტიტუციო სასამართლო , როგორც წესი , კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვად მიიჩნევს და სხვადასხვა ტესტის გამოყენებით აფასებს მის კონსტიტუციურობას .

10. ამავე დროს , საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-65). მიუხედავად იმისა , რომ ნეიტრალური რეგულაცია ადგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს ყველასათვის , სამართლის ნორმა მისი ზოგიერთი ადრესატისათვის შესაძლოა , ფაქტობრივად ქმნიდეს გაცილებით მძიმე ტვირთს სხვა პირებთან შედარებით . სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი მნიშვნელოვნად დაკნინდება , თუ სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა , ნეიტრალური , თვითმიზნური მოთხოვნების დადგენით , გამოიწვიოს , ამა თუ იმ ნიშნით , პირთა არაპირდაპირი დისკრიმინაცია . სხვადასხვა ურთიერთობათა მოწესრიგებისას , სახელმწიფო ხშირად დგას გარკვეული ნორმატიული მოთხოვნების , კრიტერიუმების გაწერის აუცილებლობის წინაშე , რომლებიც ნეიტრალური ხასიათის მიუხედავად , შესაძლოა , იწვევდეს პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენას . კონსტიტუციის მე -11 მუხლის ერთადერთ ამოცანას არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მიმართ ფორმალურად თანაბარი მოპყრობის დადგენა . ხსენებული უფლება მიზნად ისახავს თანასწორობის პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობის შექმნას . ამდენად , გარკვეულ შემთხვევებში , შესაძლოა , დისკრიმინაციას წარმოადგენდეს ფორმით ნეიტრალური მოპყრობა , როდესაც პრაქტიკული მოქმედებით იგი დისკრიმინაციულ შედეგს აყენებს .

11. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვას , პირდაპირისგან განსხვავებით , არ გააჩნია თანასწორობის უნივერსალური ნორმა -პრინციპის ხასიათი . თუმცა , ამ მხრივ , მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფორმალურად ნეიტრალური რეგულაციები , რომლებიც განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგებს იწვევენ მყარი ნიშნით იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ . ამ დროს , სახელმწიფოს მხრიდან , დამაჯერებელი და ობიექტური საჭიროების დასაბუთების გარეშე , არსებობს ალბათობა , რომ რეგულაცია იყოს დისკრიმინაციული , მიუხედავად იმისა , ამოძრავებდა თუ არა მას დისკრიმინაციის მიზანი . მაგალითად , სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს სამსახურში მიღებისათვის სამუშაოს შესრულებასთან დაუკავშირებელი , არარელევანტური მოთხოვნის დაწესებამ იმ შემთხვევაში , თუ ამგვარი რეგულაციის შედეგად მომეტებულად შეიზღუდება რომელიმე რასობრივი , ეთნიკური ან სხვა კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი ჯგუფის მიერ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა . ბუნებრივია , თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო იქნება განათლების ცენზის დაწესება , თუკი განათლების ცენზი შესასრულებელ სამუშაოს არ უკავშირდება და , შედეგად , იწვევს რომელიმე ეთნიკური ან /და რასობრივი ჯგუფისათვის , სხვა ჯგუფებთან შედარებით , სამსახურის დაწყების შესაძლებლობის მომეტებულად შემცირებას . ანალოგიურად , დისკრიმინაციული შეიძლება იყოს , არააუცილებელი მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით , რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა არაპროპორციულად დიდი რაოდენობის განაწილება შედარებით უარეს სკოლებში . ამდენად , საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვით , რიგ შემთხვევებში , ის , ასევე , კრძალავს არაპირდაპირ დიფერენცირებასაცნეიტრალური ნორმის მოქმედების შედეგად , პირთა გარკვეული წრისათვის შედარებით უარესი შედეგის დაყენებას .

12. ამავე დროს , აუცილებელია , ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ყველა პირისათვის სამართლიანობის საწყისზე დაფუძნებული თანასწორი შესაძლებლობის მინიჭება , საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა და , ამგვარ პირობებში , პირთა ინდივიდუალიზმის , სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გავლენით წარმოშობილი განსხვავებული შედეგების მექანიკური გათანაბრება . ზოგადად , თანასწორი პირებისათვის ერთი და იმავე შესაძლებლობებისა და ვალდებულებების დადგენა ბუნებრივად იწვევს განსხვავებულ შედეგებს , ფაქტობრივ უთანასწორობასზოგიერთი ადამიანი შესაძლებლობებს სხვებზე უკეთ გამოიყენებს ან /და ვალდებულებებს სხვებზე მარტივად შეასრულებს , რაც თავისთავად ტრანსფორმირდება უკეთესი შედეგის მიღწევასა და მიცემული შესაძლებლობის უკეთ გამოყენებაში . საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მრავალგზის დადგენილია , რომ თანასწორობის უფლების მოთხოვნა ვერ იქნება თანაბარი შესაძლებლობების /ვალდებულებების თანაბარ შედეგებში ასახვის უზრუნველყოფა . „კონსტიტუციის მიზანია პირთა შესაძლებლობების გამოვლენის ხელშემშლელი ფაქტორების ნეიტრალიზება და არა შედეგების თანასწორობის ხელოვნური უზრუნველყოფით , წარმატების მისაღწევად ადამიანის შრომის უგულებელყოფა , პირის საკუთარი განვითარებისა და წარმატების დამსახურების მიხედვით მიღწევის იგნორირება “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე ( )იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაახალი პოლიტიკური ცენტრი “, ჰერმან საბო , ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-28). საპირისპირო მოსაზრების დაშვების შემთხვევაში , ფაქტობრივად მივიღებთ მოცემულობას , როდესაც არაპირდაპირი დისკრიმინაციის ნებისმიერი ნიშნით აკრძალვა ავტომატურად წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას , შექმნას არა მხოლოდ თანაბარი უფლებრივი რეჟიმი , არამედ , ნებისმიერ შემთხვევაში , უზრუნველყოს ნეიტრალური ნორმის მოქმედებით გამოწვეული შედეგების პირებზე თანაბრად ასახვა . ეს უკანასკნელი კი , თავისი არსით , ნიშნავს პირთა გათანაბრების ვალდებულებას , რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით , არათუ შეესაბამება თანასწორობის უფლების მოთხოვნას , არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება მას . „ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება , რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან , უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში . თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას , ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას . თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული , დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე . უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი , უმეტესწილად , თავად იწვევს დისკრიმინაციას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზემოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები : „ახალი მემარჯვენეებიდასაქართველოს კონსერვატიული პარტიასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1).

13. ზემოხსენებულის გათვალისწინებით , არაპირდაპირ დისკრიმინაციას შეიძლება ადგილი ჰქონდეს , მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში , თანასწორობის კონსტიტუციური უფლებისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ნიშნით დიფერენცირებისას . თანასწორობის უფლების შეზღუდვა შესაძლოა გამოიწვიოს იმგვარმა ნეიტრალურმა ნორმამ /რეგულაციამ , რომელიც განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდება მყარად იდენტიფიცირებადი ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის მიმართ . ამასთან , კონკრეტული ჯგუფის შესადარებელ სუბიექტად მიჩნევისთვის , არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება , ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება . მსგავსი დაცვა შესაძლოა შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს , რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი , პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან და მათი განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენა , კონკრეტული ჯგუფის მიმართ კუთვნილება , არ წარმოადგენს ცვლადი ფაქტობრივი გარემოებებისა თუ პირთა მიერ გაკეთებული სხვადასხვა პერსონალური არჩევანის გამო ჩამოყალიბებულ მოცემულობას . სწორედ ამგვარი ჯგუფების მიმართ უარყოფითი შედეგების გამომწვევი ნორმა შესაძლოა ქმნიდეს , არაპირდაპირი დისკრიმინაციის მოტივით , მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევის საფუძველს .

14. ასევე , აღსანიშნავია , რომ რიგ შემთხვევებში , თავად პირთა შორის არსებული განსხვავებებიდან გამომდინარე , შესაძლოა თანასწორი მოთხოვნის დაწესება , განაპირობებდეს უსამართლო , დისკრიმინაციული რეჟიმის შექმნას . სწორედ ამგვარი შემთხვევების თანასწორობის უფლების სფეროში მოქცევას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკა , რომლის თანახმადაც , დისკრიმინაციად მიიჩნევა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის დაწესება სათანადო გამართლების გარეშე (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-64-70). ამ დროს , მართალია , კონკრეტული რეგულაცია არის ნეიტრალური , არ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას , თუმცა ნორმის ადრესატს , სწორედ პირთან მყარად დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე , გააჩნია განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება . მნიშვნელოვანია , რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფოსთვის არ გულისხმობს რაიმე სახის პოზიტიური ქმედების განხორციელების ან მათ შედეგებში ფაქტობრივად გათანაბრების დავალდებულებას . იგი წარმოადგენს ისეთივე ფუნდამენტურ და ფუძემდებლურ ასპექტს თანასწორობის უფლებისთვის , როგორიც ზემოთ განხილული , პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვა . ამ დროს ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს გააჩნიათ განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნის უფლება სწორედ მათ შესაძლებლობებში და არა შედეგებში გათანაბრების მიზნით . საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება მოითხოვს , რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანასწორ ყველა პირს , განურჩევლად მისი რაიმე კუთვნილებისა , გააჩნდეს უფლებათა თანაბარი რეალიზაციის შესაძლებლობა და არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია პირთან დაკავშირებული რაიმე კუთვნილების ნიშნით “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზეშპსბლექსი ტელეკომისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-17). ამასთან , „დასახელებული კონსტიტუციური დებულების მოთხოვნა ვერ იქნება პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენის აკრძალვა რაიმე ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობის გამო , რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ამ პირებს ან მათ ამა თუ იმ კუთვნილებას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზეშპსბლექსი ტელეკომისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-18).

15. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით , საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , შეფასებას ექვემდებარება სამი განსხვავებული შემთხვევა : ) სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს , ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე , ეპყრობა განსხვავებულად ; ) სახელმწიფოს მიერ დადგენილი , ფორმალურად თანასწორი მოპყრობა ფაქტობრივად იწვევს პირთან მყარად დაკავშირებული , კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი რომელიმე ჯგუფის (არაპირდაპირ ) დიფერენცირებას ; ) როდესაც სახეზეა პირთან მყარად დაკავშირებული ნიშანი , რომლის გამოც ისინი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით , მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად არათანასწორად და წარმოეშობათ განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება .

16. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს , რამდენად არის სახეზე , სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვის რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევა . პირველ რიგში , უნდა შემოწმდეს , სახეზეა თუ არა პირდაპირი ან არაპირდაპირი დიფერენცირება , ხოლო შემდეგ , შეფასდეს , ხომ არ არსებობს მოსარჩელესთან მყარად დაკავშირებული რაიმე ფაქტორი , რომელიც მას უფლებას მისცემდა , მოეთხოვა სხვებისგან ფორმალურად განსხვავებული მოპყრობა .

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა

17. როგორც უკვე აღინიშნა , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151- მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება -მოვალეობების წარმოშობის ზოგად საფუძველს და ასეთად აღიარებს , კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ქორწინებას . სადავო ნორმა არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას , იგი ნებისმიერ ადამიანს /წყვილს უდგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს . წყვილებს შეუძლიათ თანაცხოვრება ქორწინებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების წარმოშობით ან /და მის გარეშეც . მათზეა დამოკიდებული , რა შედეგს დაუკავშირებენ თანაცხოვრების ფაქტს , დაარეგისტრირებენ ქორწინებას თუ არა .

18. ამდენად , სადავო ნორმით დადგენილი უფლებრივი რეჟიმი ნეიტრალურია პირთა ნებისმიერი წრის მიმართ . სამოქალაქო კოდექსის 1151- მუხლი არ გამოყოფს პირთა რაიმე ნიშნით გამორჩეულ და იდენტიფიცირებად ჯგუფს , რომელთაც იგი განუსაზღვრავდა განსხვავებულ მოთხოვნებს ან რაიმე დამატებით სამართლებრივ ტვირთს დააკისრებდა . ამდენად , სადავო ნორმა არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას სხვა პირებთან მიმართებით , შესაბამისად , ხსენებული თვალსაზრისით , არ ზღუდავს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას .

19. სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება შესაძლებელია , რიგ შემთხვევებში , ასევე დაარღვიოს ფორმით ნეიტრალურმა ნორმამ , თუ იგი არაპირდაპირ ახდენს პირთა დიფერენცირებას კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით . ამდენად , უნდა შეფასდეს , სადავო ნორმის პრაქტიკული რეალიზაცია ხომ არ იწვევს , რომელიმე მყარი ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის , რეალურად განსხვავებულ შედეგებს .

20. სადავო ნორმის მოქმედებით , მეუღლეთა უფლება -მოვალეობები , მათ შორის , მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შედეგად . ამგვარი რეგულაციით , შედეგობრივად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული არიან ის წყვილები , ფაქტობრივი თანაცხოვრების მქონე პირები , რომლებსაც არ გააჩნიათ ქორწინების რეგისტრაცია . ზოგადად , ამგვარი წყვილების კატეგორიაში შესაძლებელია მოექცეს მრავალი სხვადასხვა ნიშნით გამოყოფილი პირთა ჯგუფი , რომელთა ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებას არ გააჩნია ცხადი კავშირი , უშუალოდ ქორწინების რეგისტრაციის არსებობა -არარსებობასთან . ამავე დროს , სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს , რომ სადავო ნორმა შესაძლოა , განაპირობებდეს სქესის ნიშნით არაპირდაპირ დიფერენცირებას , თუ დადგინდება , რომ იგი პრაქტიკაში შედეგად იწვევს ქალთა ან მამაკაცთა მომეტებულად ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებას . აღნიშნული სახეზე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში , თუ არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთაგან ქონება უმეტესად მამაკაცის ან ქალის საკუთრებას წარმოადგენს , რაც შედეგად იწვევს იმას , რომ სადავო ნორმის მოქმედებით , მასზე წვდომას კარგავენ უმეტესად ქალები ან უმეტესად მამაკაცები . ამ თვალსაზრისით , უპირველეს ყოვლისა , უნდა აღინიშნოს , რომ მოსარჩელის მიერ მსგავსი სტატისტიკა წარმოდგენილი არ ყოფილა . არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არ არის ხელმისაწვდომი სანდო მონაცემები არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთა შორის ქონების გადანაწილების შესახებ . ამავე დროს , საკონსტიტუციო სასამართლომ , საკუთარი ინიციატივით , გამოითხოვა ინფორმაცია გენდერის მიხედვით სეგრეგირებული სტატისტიკის შესახებ , საჯარო რეესტრიდან , რომლის თანახმადაც , 2020-2022 წლების პერიოდში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციას თითქმის თანაბრად ახორციელებდნენ ორივე სქესის წარმომადგენლები . ამდენად , ხსენებული საქმის გამოკვლევისას არ გამოკვეთილა , რომ ფორმით ნეიტრალური სადავო ნორმა , შედეგობრივად , უარეს მდგომარეობაში აყენებს რომელიმე სქესის წარმომადგენლებს . შესაბამისად , სახეზე არ არის წინაპირობები იმის დასადგენად , რომ სადავო ნორმის მოქმედება პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას , ჯგუფს რეალურად აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით . ამდენად , სახეზე არ არის არაპირდაპირი დიფერენცირების შემთხვევა .

21. როგორც უკვე აღინიშნა , თანასწორობის უფლებაში ჩარევას შესაძლებელია , ადგილი ჰქონდეს აგრეთვე მაშინ , როდესაც სახეზეა არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფების მიმართ თანაბარი მოპყრობა .

22. განსახილველ შემთხვევაში , როგორც უკვე განიმარტა , შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ , ერთი მხრივ , რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები , მეორე მხრივ კი , არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ფაქტობრივი თანაცხოვრების მქონე წყვილები , პარტნიორები . მათ შორის განმასხვავებელ ნიშანს მხოლოდ კანონის შესაბამისად ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი წარმოადგენს . ზოგადად , ადამიანებმა , შესაბამის ფაქტობრივ ურთიერთობაში მყოფმა პირებმა , შესაძლოა , უარი თქვან ქორწინების რეგისტრაციაზე მრავალი ფაქტობრივი თუ გარკვეულ შეხედულებებზე დაფუძნებული გარემოების გამო . თუმცა , მიმდინარე საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია , დადგინდეს , არსებობს თუ არა , რაიმე ისეთი გარემოება , რომელიც დასახელებულ პირებს მიაკუთვნებდა არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფს .

23. ქორწინების რეგისტრაცია და მის საფუძველზე მეუღლეთა უფლება -მოვალეობების წარმოშობა ადამიანებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს პირის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილების ნიშნით . რეგისტრაციის ფაქტი თავად არის ნიშანი , რომელიც , იმავდროულად , შესაძლებელია იდენტურად არსებობდეს სხვადასხვა პერსონალური ნიშნით იდენტიფიცირებად ჯგუფებთან მიმართებით . ამ კუთხით , მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია , რომლის საფუძველზეც , გამოიყოფოდა პირთა ის ჯგუფი , რომელსაც პირთან ან მის ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე , შესაძლოა , სახელმწიფოსგან განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნა წარმოეშობოდეს . მეტიც , თავად მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ მის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები არიან ერთმანეთის არსებითად თანასწორი პირები მემკვიდრეობის უფლების წარმოშობასთან მიმართებით . ამ კუთხით , სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული შედეგები გამოწვეულია სწორედ ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე და არა მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირების რაიმე კუთვნილების ნიშნიდან გამომდინარე .

24. შესაბამისად , მოსარჩელის მიერ გამოყოფილი შესადარებელი ჯგუფები არ წარმოადგენენ არსებითად უთანასწორო პირებს , რაც გამორიცხავს სადავო ნორმის საფუძველზე დიფერენცირებული მოპყრობისარსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანაბარი მოპყრობის არსებობას და შესაბამისად , მისი დისკრიმინაციულობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

 III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტისა და მე -5 პუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2, მე -5, მე -8 და მე -11 პუნქტების , 25- მუხლის პირველი , მე -3 და მე -6 პუნქტების , 27- მუხლის მე -5 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- მუხლის და 45- მუხლის საფუძველზე ,

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
:

1. არ დაკმაყოფილდეს №1351 კონსტიტუციური სარჩელი („ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან .

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს , საქართველოს პრეზიდენტს , საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს .

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოსსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის წევრები :

მანანა კობახიძე

 ირინე იმერლიშვილი

 ხვიჩა კიკილაშვილი

 თეიმურაზ ტუღუში