დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.024052 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/09/2022, 040090000.10.003.023676) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“:
1. მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) სტიმულირების პროგრამა – შემსყიდველის მიერ შემუშავებული სტიმულირების პროგრამა, რომლის პირობების გათვალისწინებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მტკიცდება ავიაკომპანიის ბაზირების, ახალი პრიორიტეტული მიმართულებისა და ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამები;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირებისთვის ხელშეკრულების ღირებულება უნდა განისაზღვროს თითოეული ბაზირებული საჰაერო ხომალდისთვის არაუმეტეს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ევროს ოდენობით, დღგ-ის გარეშე, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში.“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჯამში, სულ მცირე, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) გამფრენი მგზავრის გადაყვანა შესაბამისი ბაზირებული საჰაერო ხომალდით, პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში; ბ) სულ მცირე, 1 ახალი მიმართულების დამატება, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები