“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 02/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.006.589
  • Word
6
23/07/2004
სსმ, 79, 02/08/2004
300.320.000.14.011.006.589
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.006.589

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №6

2004 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2004 წლის 29 აპრილს გამართულ სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. 2004 წლის 29 აპრილს მიღებული დადგენილება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ორჯერ გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის (2004 წლის 29 აპრილის №1/03-20/11-503 და 2004 წლის 3 ივნისის №3/03-20/19-644 წერილებით). სამინისტრომ 2004 წლის 16 ივნისს №01/23/07-3689 წერილით გასცა დადებითი დასკვნა. თუმცა, ამ პროცედურის შესრულების გამო გაშვებულ იქნა „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით, ნორმატიული აქტის რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული ვადა.

ამ გარემოების გამო, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2004 წლის 16 ივლისის №01/23/11-4503 წერილისა და სს „თელასის” 2004 წლის 20 აპრილის №1-04/76, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” 2004 წლის 20 აპრილის №38/70-4, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” 2004 წლის 19 აპრილის №05/136 და სს „გორგოტას” 2003 წლის 29 დეკემბრის №40 და 2004 წლის 19 აპრილის №26 მომართვების შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” და „თ” ქვეპუნქტების, აგრეთვე 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადასტურებს 2004 წლის 29 აპრილის სემეკის სხდომაზე მიღებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებას და სემეკის 2004 წლის 23 ივნისის №11/1 გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ ადგენს:

    მუხლი 1.

 „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, №88 15.08.2003წ., მუხლი 759) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 14I მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 ნოემბრიდან.

2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 1 ნოემბრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი ქ. თბილისში სს „თელასის” აბონენტებისთვის განისაზღვროს 10,15 თეთრი/კვტსთ-ით;”

ბ) 14III მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 1 ნოემბრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისა” და სს „გორგოტას” აბონენტებისთვის განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;

2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 30 ოქტომბრამდე და 2004 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 1 ნოემბრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტებისთვის განსაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;”

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე              გ. თავაძე