დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3126-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016097 |
3126-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 22/06/2023
010190030.06.001.016097
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 1811 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 13 ივნისი 2023 წ. N3126-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები