ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მდებარე პარკის სახელდების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მდებარე პარკის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016027
67
02/06/2023
ვებგვერდი, 09/06/2023
000000000.00.105.016027
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მდებარე პარკის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №67

2023 წლის 2 ივნისი

ქ. ზუგდიდი 

 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მდებარე პარკის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირაკლი სორდიას ინიციატივის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 22 მაისის №01/1005 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მდებარე პარკს ეწოდოს პროფესორ „ილია ტაბაღუას“ სახელი, (ორთოფოტო თან ერთვის).

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მისამართი ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

საკრებულოს თავმჯდომარე  გიგა ფარულავა