დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.157.016001 |
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე
მუხლი 1. განხორციელდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში არსებული უსახელო ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ისა და ორთოფოტოების სახით წარმოდგენილი რეესტრის (დანართი 2.1-დანართი 2. 88) შესაბამისად. მუხლი 2. განკარგულება, მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მუხლი 3. განკარგულება მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები