დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016377 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ – „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის” რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ – „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 19/02/2014, სარ.კოდი: 040030000.32.061. 016080) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბების შესახებ“; 2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი).“. |
| მუხლი 2 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების დღიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები