„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016804
2-476
19/06/2023
ვებგვერდი, 20/06/2023
360160000.22.023.016804
„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-476

2023 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის № 2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :


მუხლი 1

„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016478) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო განხილვის წესის“:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის და გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვისას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი);“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი/დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს:

ა) საზოგადოებისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდებას;

ბ) საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას და მიუთითებს ინფორმაციას დოკუმენტაციის მატერიალური სახით ხელმისაწვდომობის შესახებ;

გ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობას და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას;

დ) მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;

ე) საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განხილვის ეფექტიანად ჩატარებისთვის შესაბამისი ტექნიკით (მიკროფონი და ხმის გამაძლიერებელი) უზრუნველყოფას.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) საჯარო განხილვის შესახებ განცხადებაში ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებას, რომლითაც დაინტერესებული პირისათვის შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული დოკუმენტების მოსაპოვებლად და საჯარო განხილვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად დახმარების მიღება;

ბ) საჯარო განხილვის შესახებ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.“.

3. მე-6 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

3. სგშ-ის ანგარიშსა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვაში მონაწილეობას იღებენ ცენტრის, სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ცენტრი ასევე უზრუნველყოფს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა წერილობით მიწვევას.“

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი ვალდებულია გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა (შემდგომში – დღე), ხოლო გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განათავსოს:

ა) ცენტრისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ვებგვერდებზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;

ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი);

დ) გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას, ხოლო სგშ-ის შემთხვევაში, სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას;

ე) ცენტრი უზრუნველყოფს ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი, გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა, უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.

2. ცენტრი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა, უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა საჯარო განხილვა ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრი სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, წინასწარ ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან მის შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ შეთანხმებას.“

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გზშ-სადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე – ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები).“;

ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას.

4. ცენტრის წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციას.“;

გ) მე-7–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცენტრის, სააგენტოსა და დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქმიანობის განმახორციელებელი, ასევე კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან კომპეტენციის ფარგლებში უპასუხონ საჯარო განხილვაზე დასმულ შეკითხვებს.

8. საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიოჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარო განხილვის მიმდინარეობის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან ან სხდომიდან, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შემთხვევაში.“;

ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვის ჩატარების ან საჯარო განხილვის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრი/დამგეგმავი ორგანო ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნებას.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს და 1 დღის ვადაში უგზავნის სააგენტოს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხდომის ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს მისი შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს ცენტრს, სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს მიერ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ შესაბამისმა ორგანომ არ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა ან სხვაგვარად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია