„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის №2-827 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის №2-827 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 360140000.22.023.016805
2-477
19/06/2023
ვებგვერდი, 20/06/2023
360140000.22.023.016805
„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის №2-827 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-477

2023 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის № 2-827 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის №2-827 ბრძანებაში (ვებგვერდი, 12/10/2018, სარეგისტრაციო კოდი: 360140000.22.023.016549) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „დამტკიცებული ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების“:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის ცენტრისთვის გადაგზავნას. ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს ცენტრი ატარებს საჯარო განხილვას.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

7. ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს და დაუყოვნებლივ უგზავნის სააგენტოს.“;

დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სხდომის ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

10. საჯარო განხილვაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ცენტრი ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს და დაუყოვნებლივ უგზავნის სააგენტოს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ. აღნიშნული აქტის გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განთავსებას გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის ცენტრისთვის გადაგზავნას. ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად.

4. სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებას.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სააგენტო 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განთავსებას გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია