დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-41. 41231502 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.108.016024 |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართის შესაბამისად. 2. განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ.№247).
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები