„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017697
196
07/06/2023
ვებგვერდი, 08/06/2023
200090000.22.033.017697
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №196

2023 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ (დანართი №V-03) „ნაწილი V“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი V

დასაბეგრ ქონებაზე  (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გაანგარიშება

  

ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

 №

ქონების ტიპი

მდებარეობა

დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება (ლარი)

შეღავათი

ღირებულება, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი

საკუთრებაში/

სარგებლობაში/

ფაქტობრივ მფლობელობაში

 არსებობის პერიოდი (თვე)

გადასახადის განაკვეთი (%)

ქონების გადასახადი

(ლარი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

შენიშვნა:

მონაცემები    დასაბეგრი    ქონების,    მათ     შორის,    ეკონომიკური    საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების შესახებ, გარდა მიწისა, აისახება გასული საგადასახადო წლის მიხედვით.

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:

       გადასახადის გადამხდელის:                 

   ________________________              __________________

 (ხელმოწერა)                        (თარიღი)

  __________________________________

 გადამხდელის პირადი ნომერი                                                               გვერდი  ________   “.

2. 91-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) მე-7   სვეტში:   „საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის პერიოდი (თვე)“ – მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული დასაბეგრი ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის თვეების რაოდენობა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თვე ჩაითვლება სრულ თვედ, თუ ფიზიკურ პირს დაბეგვრის ობიექტი საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია შესაბამისი თვის 15 რიცხვის მდგომარეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება.

ამასთან, თუ დასაბეგრი ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა მოხდება თვის 15 რიცხვში, ჩაითვლება, რომ დაბეგვრის ობიექტი მოცემულ თვეში საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია ქონების მიმღებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი