ქალაქ ჭიათურაში მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროსათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ჭიათურაში მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროსათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-73. 73231532
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016005
გ-73. 73231532
02/06/2023
ვებგვერდი, 08/06/2023
000000000.00.129.016005
ქალაქ ჭიათურაში მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროსათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 განკარგულება №გ-73.73231532

2023 წლის 2 ივნისი

ქ. ჭიათურა 

ქალაქ ჭიათურაში მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროსათვის  ზვიად გამსახურდიას  სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის01 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის  საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

ქალაქ ჭიათურაში მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).     

მუხლი 2

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 3

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                         ალექსანდრე ციცქიშვილი