„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024046
213
07/06/2023
ვებგვერდი, 08/06/2023
280120000.10.003.024046
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2023 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2023, 280120000.10.003.023902) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის  2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) №1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა“):

ა.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1101-ს.“;  

ა.ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთანავე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ქ. თბილისი

506

ქ. ქუთაისი

82

ქ. რუსთავი

54

გორის მუნიციპალიტეტი

30

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

30

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

40

თელავის მუნიციპალიტეტი

39

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

38

მცხეთის მუნიციპალიტეტი

40

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

20

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

15

სენაკის მუნიციპალიტეტი

30

ხონის მუნიციპალიტეტი

14

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

18

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

15

ქ. ზუგდიდი

15

ახალციხის მუნიციპალიტეტი

20

ახმეტის მუნიციპალიტეტი

15

მარნეულის მუნიციპალიტეტი

15

საჩხერის მუნიციპალიტეტი

35

ქ. ფოთი

15.“;

 

ბ) №1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

ბ.ა) №1.2.2 დანართს („აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.“;

ბ.ბ) №1.2.6 დანართ(„ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

მუხლი 5. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 5.0 ათასი ლარით.“;

ბ.გ) №1.2.6.1 დანართის („ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი“) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ)  №1.3 დანართის („ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში 10 სურდოთარჯიმნის (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმნისა), ხოლო ქ. თბილისში არანაკლებ 4 სურდოთარჯიმნით მომსახურებით უზრუნველყოფას;“;

დ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

დ.ა) მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 588-ს (მათ შორის, 256 ხანდაზმული და 332 შშმ პირი), „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 46-ს, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 5-ს, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 12-ს, „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 24-ს, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 120-ს, „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება ქ. ბათუმში − 10 პირს, ქ. ქუთაისში − 19 პირს, ქ. გორში − 22 პირს, ქ. თბილისში − 24 პირს, ქ. სიღნაღში − 11 პირს.“;

დ.ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში, შეადგენს 30 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარს, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 40 ლარს, ხოლო „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 60 ლარს, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 100 ლარს, „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 70 ლარს,  „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 55 ლარს და „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 35 ლარს, ხოლო შშმ ბავშვისა და შშმ მშობლის შემთხვევაში – 40 ლარს. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად, „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 17 ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.“.

2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 5,400.0 ათას ლარს;“;   

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 1,450.0 ათას ლარს;“;

ბ) №2.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“):

ბ.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ვ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რომელიც წარმოადგენს დამხმარე ღონისძიებას და ემსახურება ოჯახში კრიზისის შემცირებას;“;

ბ.ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვიანი ოჯახი, რომლის კრიზისული მდგომარეობის იდენტიფიცირებაც მოხდა სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღების საჭიროება ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადასტურებულია წერილობითი თანხმობით და სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი დასკვნით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განმეორებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;

ბ) სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;

გ) რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

დ) რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

ე) რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

ვ) სადაც ცხოვრობენ ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 60 დღე.“;

ბ.ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ იდენტიფიცირებული ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის სხვა განმახორციელებელი ორგანო, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობისა და სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.“;

ბ.გ) მე-4 მუხლის:

ბ.გ.ა) მე-4 პუნქტჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის;

ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს არა უგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არა უმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ  სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) ვაუჩერი გაიცემა სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არა უგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში) ბენეფიციარზე/ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს მიერ შეიძლება, გაიცეს ოჯახში მყოფი ბავშვების რაოდენობის მიხედვით არა უმეტეს ექვსი ვაუჩერისა;

დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელ სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;

ე) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;

ვ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.“;

ბ.გ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;

ბ) საქონლის მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის არა უგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 20 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა),  წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;  

გ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე;

დ) ვაუჩერი გაიცემა (არა უგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;

ე) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელ სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;   

ვ) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.“;  

ბ.გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზრუნვის სააგენტო ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული ვაუჩერის შესაბამის პირებზე გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლებისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ.“;

ბ.) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის მუნიციპალიტეტში ამ დადგენილების №2 დანართის  მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირ(ებ)ი.“;

გ) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთან, 7 წლის შესრულებამდე დარჩენილი უნდა იყოს, სულ მცირე, 8 თვე), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ, რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 35 824 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს. ასევე გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არამხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.   

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა

ქ. თბილისი

11904

ქ. ქუთაისი

6176

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

1248

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

160

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

928

ქ. ბათუმი

840

მარნეულის მუნიციპალიტეტი

640

ახალციხის მუნიციპალიტეტი

160

გორის მუნიციპალიტეტი

2800

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

960

ქ. რუსთავი

1200

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

1440

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

640

მესტიის მუნიციპალიტეტი

80

თელავის მუნიციპალიტეტი

1560

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

640

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

528

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

160

ქ. ფოთი

360

ხაშურის მუნიციპალიტეტი

320

სენაკის მუნიციპალიტეტი

320

ქ. ახალქალაქი

320

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

800

წალკის მუნიციპალიტეტი

120

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

160

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

240

დმანისის მუნიციპალიტეტი

160

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

200

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

480

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

160

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

120.“;

 

) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა“):

.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:  

დ.ა.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 673-ს;“;  

დ.ა.ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1218-ს;“;  

დ.ა.გ) „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ე) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 34-ს;“;

.) მე-4 მუხლის:

დ.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,400.0 ათასი ლარით.“;

დ.ბ.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 20 ლარზე – შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, 35 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრის რეგისტრირებული მომსახურების მიმღები ბენეფიციარების ლიმიტით განსაზღვრული ადგილები თავისუფალ სამუშაო დღეებზე ანაზღაურდება 20 ლარით;“;

დ.ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით 

განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები

ქ. თბილისი

205

294

24

22

ქ. ქუთაისი

50

83

16

12

ქ. რუსთავი

35

28

 

 

ქ. ბათუმი

70

30

 

 

გორის მუნიციპალიტეტი

60

30

 

 

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

23

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

 

26

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

16

 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

15

50

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

55

 

 

თელავის მუნიციპალიტეტი

 

35

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

14

 

 

ქ. ფოთი

 

28

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

20

34

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

 

30

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი

 

49

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

 

 

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

30

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

 

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

 

 

ქ. წნორი

 

19

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

 

 

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

ბაღდათი

 

30

 

 

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

19

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი

25

20

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

39

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

30

 

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

 

 

15

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

30

 

 

.“;

 

) №2.5 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებულ დედათა და ბავშვთა  თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 28 ლარს, ხოლო შშმ ბავშვისა და  შშმ დედის შემთხვევაში – 38 ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (28 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 14 ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ  სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“;

) №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად. ამასთანავე, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შშმ ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 38 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 33 ლარს, ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების ოდენობა – დღეში 120 ლარს.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 16 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა, ხოლო ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 60 ლარით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ  სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“;

ვ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არაუმეტეს ქვემოთ ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 289-ს. 

 

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

1

ქ. თბილისი

88

2

ქ. რუსთავი

7

3

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

18

4

მცხეთის მუნიციპალიტეტი

20

5

ქ. ქუთაისი

33

6

ხონის მუნიციპალიტეტი

8

7

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

8

8

ქ. ბათუმი

9

9

თელავის მუნიციპალიტეტი

18

10

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

11

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

8

12

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

8

13

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

16

14

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

8

15

გორის მუნიციპალიტეტი

10

16

ხაშურის მუნიციპალიტეტი

20.“;

 

 ზ) №2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს:

ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – 15 ლარს;

ბ) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 38 ლარს;

ბ.ა) თავშესაფარის შემთხვევაში, შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის, რომელიც განსაზღვრულია „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად – 43 ლარს;

გ) ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 7 ლარით, თავშესაფარში – დღეში 18 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 22 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ბათუმში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში − არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 30 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.“;

თ) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

.ა) მე-3 მუხლის:

თ.ა.ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით, ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 130-ს:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

ქ. თბილისი

80

თელავის მუნიციპალიტეტი

10

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

10

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

10

ქ. ბორჯომი

10

მარნეულის მუნიციპალიტეტი

10.“;

 

თ.ა.ბ)  პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, ფსიქოლოგის დასკვნით/შეფასებით მომსახურება შესაძლებელია, გაგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40-ს.“;

.ბ) მე-4  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,450.0 ათასი ლარით.“;  

ი) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 73 ლარს.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 37 ლარით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ.ბ“ და „თ.ა.ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი